აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე პუტინი ინდოეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენთან დაგეგმილ ხვალინდელ ვირტუალურ შეხვედრამდე ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ჩავიდა.

ეს ქვეყნის პრემიერთან პირველი პირისპირ აუდიენციაა 2019 წლის ნოემბერში, ბრაზილიაში ჩატარებული ე.წ. ბრიქსის სამიტის შემდეგ.

კრემლის ლიდერმა წელს უკვე გამოტოვა „დიდი ოცეულის“ და გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტები და ივნისში, ჟენევაში ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მეორე საგარეო ვიზიტს ახორციელებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი ძირითადად ახალ ინიციატივებს დაეთმო, დღის წესრიგში იყო სტრატეგიული სტაბილურობის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ავღანეთში არსებული სიტუაცია. გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები „2+2“-ის ფორმატშიც რუსეთისა და ინდოეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით.