აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა

12:16, 18.12.2025

ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელებს მიმართა და მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის პოლიტიკა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს არ უხსენებია ვენესუელასთან არსებული დაძაბული ვითარება და არც უკრაინაში მიმდინარე ომი. მან ყურადღება გაამახვილა მიგრაციის საკითხზე და თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე. როგორც ტრამპმა განმარტა, წარმატების დიდ ნაწილს ტარიფების დაწესების მეშვეობით მიაღწია. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შობის დღესასწაულამდე 1,776 დოლარი გადაეცემათ. ეს თანხა ქვეყნის დაარსების – 1776 წელს აღნიშნავს.

მსგავსი