აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა
გაეროში მსოფლიო ლიდერების გამოსვლები დონალდ ტრამპისთვის არცთუ სასიამოვნო პროცესს ემთხვევა. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ ოპონენტები თეთრი სახლის ლიდერს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლაში და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
კონგრესმენები ამტკიცებენ, რომ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის მითითებებს აძლევს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილის სამუშაო კომპანიის წინააღმდეგ იყო აღძრული.
ბაიდენის შვილი უკრაინის გაზის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ოპონენტების ბრალდებების პასუხად დღეს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროვა.