აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთში „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები. ჯო ბაიდენმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობასა და ნატო-ს მიმართ ერთგულებას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს მე-5 მუხლი „წმინდა ვალდებულებაა და ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“.