აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

„თუ ამერიკა არ იქნება ბედნიერი პუტინის გადაწყვეტილებით, მაშინ ნახავთ, რაც მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე. ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მუდამ საუბრობს, რომ უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით, თუმცა ამას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არაა მართალი და მან ინდოეთს დაუწესა მეორადი სანქციები და ეს რუსეთს ძვირი უჯდება. თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში დამნაშავე მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს სატელეფონო საუბარი გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან.