აშშ-ის პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია 

რუსეთი მწვავე გზავნილებს იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდანაც.

ჯო ბაიდენი გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ნავალნის მოწამვლის საქმეზე, სადაზვერვო სამსახურებს მოკვლევის ჩატარებას ავალებს. ძალაუფლების გადაბარების შემდეგ ცნობილი ხდება ის სტრატეგიაც, რომლითაც ახალი პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან აპირებს ბრძოლას. ეს იქნება ტრამპისგან განსხვავებული პოლიტიკა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, მეცნიერებას დაეფუძნება.

ინაუგურაციიდან ორ დღეში ჯო ბაიდენმა წინამორბედის 30-მდე განკარგულების გაუქმებაც მოასწრო.