აშშ-ის ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლები საქართველოში
აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 7-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, HoReCa სექტორის, მედიის და კომპანიის „Glodow Nead Communications“ წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ მარანებსა და კომპანიებს ეწვივნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.