აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - შეცვლილი პრიორიტეტები

ტრამპის განსხვავებული მიდგომები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტებები: როგორ ესახება ამერიკის პრეზიდენტს ევროპასთან და რუსეთთან მომავალი ურთიერთობა: თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია საერთაშორისო საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა. კრიტიკა ევროპის ქვეყნების მისამართით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპაზე და რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტის მზარდი საფრთხეები -ასეთია მთავარი აქცენტები დოკუმენტში, სადაც ჩაიწერა, რომ აშშ-ს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა სურს, უკრაინის ომის დასრულებას კი მთავარ ამოცანად აცხადებს. სტრატეგიაში საუბარია რუსეთსა და ევროპას შორის მკვეთრად გაუარესებულ ურთიერთობაზე, რომლის მართვას ვაშინგტონი განსაკუთრებული დიპლომატიური ჩართულობით მოიაზრებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროპულ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ევროპის მთავარ პრობლემებად დასახელებულია პოლიტიკური თავისუფლების და სუვერენიტეტის ძირგამომთხრელი ქმედებები, თავისუფალი სიტყვის ცენზურა, ოპოზიციის ჩახშობა, იდენტობის კარგვა. კიდევ ერთი გზავნილია აშშ-ის მიერ ჩინეთის მიმართ შეცვლილი პოზიციონირება, მთავარ მადესტაბილიზირებელ ძალად კი ვაშინგტონი ირანს მიიჩნევს.