აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება - შეფასებები

თბილისში შეფასებების თემაა ტულსი გაბარდის განცხადება. ამერიკის დაზვერვის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ექსპრეზიდენტ ობამას 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს „დიფ სთეისთის“ წინააღმდეგობა. გამოჩნდა ინფორმატორი, რომელმაც ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა, – ამბობს გაბარდი და აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მრავალი ფუნდამენტური მტკიცებულება მოიპოვა იმისა, რაც მოხდა. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადაზვერვო მასალების პოლიტიზირებას და მანიპულაციას, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას, ვიდრე მისი ინაუგურაცია მოხდებოდა – ამბობს გაბარდი და აღნიშნავს, რომ ობამას სურდა, ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ვლადიმერ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა.