აშშ-ის ელჩი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის ელჩს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ელჩმა დეპარტამენტს ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

რობინ დანიგანმა ღონისძიების ფარგლებში გადმოცემული დანადგარი მუშაობის პროცესში იხილა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გადმოცემული ინფრაწითელი სპექტრომეტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაფეთქებელი, ნარკოტიკული თუ ბოჭკოვანი ნივთიერებების შრეების კვლევას, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.