აშშ-ის ელჩი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

15:32, 30.11.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის ელჩი ეწვია. რობინ დანიგანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. ელჩმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

მსგავსი