აშშ-ის და საქართველოს თანამშრომლობა

სწორედ ნატო-სთან დაახლოებად ფასდება საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი. შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 27 წევრი აწერს ხელს, საქართველო შეუერთდა. საუბარია „სუფთა ქსელის“ ინიციატივაზე, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას, მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვას, კიბერუსაფრთხოებასა და პერსონალური მონაცემების დაცულობას გულისხმობს. შეთანხმება მეტი დაცულობის გარანტიას ქმნის საინვესტიციო კომპანიებისთვისაც. „ქსელში“ გაწევრიანება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის – როგორც ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავებისა და უსაფრთხოების, ისე აშშ-თან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.

ამ ახალ პერსპექტივებზე ჩვენს რეპორტაჟში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საუბრობს. ამავე ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობაზე ადმინისტრაციების ცვლილება არ აისახება.