აშშ-ის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი

აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაიზარდა.

საქართაველოს საგარეო უწყების ცნობით, გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, იგივე აშშ-ის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელშიც საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი ჩანაწერებია.

კანონი საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.