აშშ-ჩინეთი - ჯაშუშური საჰაერო ბურთების სკანდალი

ატლანტის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

ამერიკის ცაზე მფრინავი უცნობი ობიექტების ჩამოგდებამ აშშ-სა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ საჰაერო ბურთები ჩინეთმა ამერიკის მიმართულებით სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად გაუშვა. საუბარია ჯამში ოთხ მფრინავ ობიექტზე, რომელთა ნარჩენებს ახლა ორ ოკეანეში აგროვებენ. სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ჰურონის ტბაშიც. გამოძიების საგანია, გააჩნია თუ არა მფრინავ აპარატებს სადაზვერვო პროგრამა და რა დანიშნულებით დაფრინავდნენ ოთხ სხვადასხვა წერტილში.

თავის მხრივ ამერიკისგან განმარტებებს ელოდება ჩინეთი. პეკინი ვაშინგტონს კონტრბრალდებებს უყენებს.