აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმე

წინასწარ გათვლილი ნაბიჯი თუ თეთრი სახლიდან გაჟონილი ინფორმაცია – ცნობილი ხდება იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებსაც სპეციალური პროკურორი დონალდ ტრამპს დაუსვამს. საუბარია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე.

„ნიუ იორკ თაიმსის” მიერ მოპოვებული სიის მიხედვით, მიულერს რუსეთთან შესაძლო გარიგებაზე არაერთი კითხვა დაუგროვდა.