„არტ-გენი 2021“ დაიწყო

არტ-გენი“ 2021 დაიწყო. ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ „გაგა ფრანი“, ჯგუფი „რეგიონი“, ბენდი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, ჰორალი და ნინო ქათამაძე.

ფესტივალის თბილისის ტურს 25 ივლისს „33ა“ და ნიაზ დიასამიძე დახურავენ. ამასთან, მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და დასასვენებელი სივრცეები. რეგიონული ტურნე კი 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და გასული 18 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალების მოკვლევა და დაარქივება მოხერხდა – მათ შორის არის დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.