„არტ გენი 2019“ სუხიშვილების კონცერტით დაიხურა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „არტ გენი 2019“ სუხიშვილების კონცერტით დაიხურა.

დასკვნით ღონისძიებაში სუხიშვილების გარდა, აჭარიდან ფოლკლორული ანსამბლიც მონაწილეობდა.

„არტ გენი 2019“  წელს ახმეტაში გაიხსნა, რეგიონული ტურნე 28 ივნისს ხონში დასრულდა, ხოლო ფესტივალის თბილისის ტური კი 7-14 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

თბილისის ტური საქართველოს პირველი არხის პროექტმა „აკუსტიკამ“ გახსნა.

შეგახსენებთ, რომ წელს ფესტივალი „არტ გენი“ მეთექვსმეტედ ჩატარდა.