არქიტექტურული პრემია 2017

არქიტექტურული პრემიის 2017 წლის გამარჯვებულების გამოვლენა მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო ბილტმორში. პრემია რეალიზებული ან სარეალიზაციო საუკეთესო პროექტებისათვის მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს ენიჭებათ. ნამუშევრების შერჩევა ვებგვერდზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. გამარჯვებულ ნომინანტებს სწორედ ახლა აჯილდოებენ.