არქეოლოგიური აღმოჩენა რუსთაველის გამზირზე

21:30, 02.09.2026

უძველესი არტეფაქტები და უნიკალური ექსპონატები, რომლებიც თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო გაამდიდრებს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს X-XII საუკუნეების დროინდელ კერამიკის სახელოსნოს მიაგნეს. ნაპოვნია თიხის ნაკეთობები, მაშინდელი ყოფაცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნივთები, ძველი შენობების ნაკვალევი.

უნიკალური მასალები ეროვნულ მუზეუმსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ნაპოვნ ნივთებს მეცნიერები და არქეოლოგები უკვე იკვლევენ. გათხრები გრძელდება – ადგილზე არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობს.

გახდება თუ არა საუკუნეების წინანდელ ნაკვალევზე ნაპოვნი არტეფაქტები ახალი მეცნიერული აღმოჩენების წყარო – დესი ვარდოსანიძე დეტალებით.

მსგავსი