არქეოლოგიური აღმოჩენა კახეთში 

ლაგოდეხი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე არეშთან მე-15, მე-16 საუკუნეების საქარავნო ხიდს მიაკვლიეს.

7-მეტრიანი თაღოვანი ხიდი ძველი ქართული აგურითაა აშენებული და ის აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ქარავანის მდინარე არეშზე გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა. ხიდის სიგანე ორი მეტრია, მისი ბურჯები გამაგრებულია მდინარის ქვებისგან აგებული მყარი გალავანით. არქეოლოგი დავით ყვავაძე მიიჩნევს, რომ საქარავნე ხიდი ეროვნული მნიშვნელობისაა და დეტალურ შესწავლას საჭიროებს.