ARMY CITY-ის მშენებლობა დაიწყო

სამხედროებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება იწყება.

„ჯარის ქალაქის მშენებლობისთვის საძირკველის ჩაყრა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს. მშენებლობის დაწყების პროცესს, ოჯახის წევრებთან ერთად, თავდაცვის ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იცხოვრებენ.

მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით, სხვადასხვა ფართის საცხოვრებელს მიიღებენ.

დატოვე კომენტარი