ხუთი დაღუპული და 400-ზე მეტი დაკავებული – ასეთი იყო ახალი წლის ღამე გერმანიაში.
ქვეყნის ქალაქებში ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებები არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიზეზი საახალწლო ფოიერვერკები გახდა, რომელთა გამოყენებაც პირველი იანვრის ღამეს რამდენიმე საათით ხდება დასაშვები. ძალადობრივი ინციდენტები იყო საფრანგეთშიც, სადაც ახალი წლის ღამეს 900-ზე მეტი მანქანა დაწვეს. ბრიუსელში კი მოქალაქეებმა პოლიციელებს და მეხანძრეებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.