„არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” პარალელურად კი ამ სახელწოდების სარჩელი, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ” მოამზადა სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.
მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დოკუმენტაციას უკვე მიენიჭა რეგისტრაციის ნომერიც. ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი – „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა. სარჩელთან ერთად, სტრასბურგში მიიღეს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.
ინდივიდუალური სარჩელის გარდა, აღნიშნული მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც წარადგინა იუსტიციის სამინისტრომაც.