არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორობის პერიდოში ეფექტიანად ჩაატარა არაერთი გამოძიება, ხოლო მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ოჯახებს შეკითხვები გაუჩნდათ, გამოძიებას ჩამოშორდა და ამით დაამტკიცა, რომ პოსტზე მნიშვნელოვანი მისთვის მორალური პრინციპები იყო. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.