არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკოსებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართეს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსულტაციებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალის გადახედვა იმ პირობებში, როდესაც არჩევნები ბარიერის გარეშე ტარდება, აუცილებელია.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროცესში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა გაფართოვდეს.