არჩევნების მეორე ტურის მოლოდინი

ორ კვირაზე ნაკლები რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე. ოპოზიციური პარტიები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მოქალაქეთა მაქსიმალური აქტიურობა და არჩევანის დაფიქსირება არჩევნებზე, რომ არსებული ხელისუფლება კოალიციური მთავრობით ჩანაცვლდეს. მეორე ტურისთვის მზადების პარალელურად, ოპოზიციური პარტიები აქციების გაგრძელებასაც აანონსებენ.