არჩევნების ჩატარების თარიღი

გართულებული ეპიდემიური ვითარების გამო, უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები – საკითხზე ბოლო დღეებია, პოლიტიკური სპექტრი აქტიურად მსჯელობს. დისკუსია სახალხო დამცველმა გახსნა, რომელმაც პრემიერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და, შესაბამისად, არჩევნების გადადების ინიციატივით მიმართა.

ოპოზციის ნაწილი არჩევნების გადადებას ემხრობა, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს არჩევნების გადადება იმიტომ სურთ, რომ გამარჯვების იმედი არ აქვთ.