არჩევნების მე-2 ტური – რეპორტაჟი გორიდან
ერთი საჩივარია შესული გორის 32-ე საარჩევნო ოლქში.
ოპოზიციის წარმომადგენლების პრეტენზიები, ძირითადად, ამომრჩეველთა სიებს უკავშირდება. მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პოლიციიდან მიწოდებული სიები აქვთ ამომრჩევლების თანდართული ფოტოებით.
ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ მმართველ პარტიაში.