#არჩევნები2021 შეფასებები „ქართულ ოცნებაში“

შეფასებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იმარჯვებენ. 20 ქალაქში კი, მეორე ტური გაიმართება. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში კახა კალაძე ხმების უმრავლესობას მიიღებს.