#არჩევნები2021 მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა სანდრო რაქვიაშვილი

არჩევნების შედეგებს ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი. მისი განცხადებით, იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ქალაქში გაიმარჯვებდა, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგები ამომრჩევლის ნებას ასახავს. რაქვიაშვილი დღეს ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდება.