საარჩევნო კამპანია 

დაუსაქმებელი ახალგაზრდები, სამუშაო ადგილების სიმცირე და ღარიბი მოსახლეობა – ეს იყო ის პრობლემები, რაზეც წალკაში ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან ერთად ისაუბრა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსახლეობამ წუხილი გამოთქვა, რომ წალკა დაცარიელდა და ახალგაზრდებს არ უნდათ იქ ცხოვრება. ამის მიზეზად კი უმუშევრობა და უპერსპექტივობა დასახელდა.