არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება. ქვეყნის ლიდერი 2022 წლის გაზაფხულზე უნდა აირჩიონ. გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის მმართველი პარტია 13-ვე რეგიონში აგებს. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გადაიდო. გამოკითხვების თანახმად, მარინ ლე პენის პარტია, „ეროვნული კრება“ სულ მცირე ერთ რეგიონში მოიპოვებს გამარჯვებას, რაც საფრანგეთის ისტორიაში პირველად მოხდება. გამოკითხვების მიხედვით, პირველ ტურში ლე პენის პარტია საფრანგეთის ექვს რეგიონში ლიდერობს.

მოამბე