რაგბის კავშირში, შესაძლოა, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს – ეს საჯარო რეესტრზეა დამოკიდებული. უწყებას ახალარჩეული პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია. მიზეზად არჩევნების კანონდარღვევით ჩატარება სახელდება.
თავად აბუსერიძე ხარვეზს ტექნიკურს უწოდებს და საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას გეგმავს. რაც შეეხება პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს, ბაჩო ხურციძე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, გოჩა სვანიძე კი შედეგებს აღიარებს.
ვაკო ორმოცაძე გიამბობთ.