არჩევნები მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრ-კორესპონდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებზე კენჭს სულ 13 კანდიდატს უყრიან და შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კონკურსი 26 სექტემბერს დაიწყო და სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.

დღესვე აირჩიეს აკადემიის უცხოელი წევრებიც. შეხვედრაზე აკადემიის წევრებმა სამი უცხოელი კანდიდატი აირჩიეს, მათ შორის, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მეცნიერებათა აკადემიას სულ 67 უცხოელი წევრი ჰყავს.

 

დატოვე კომენტარი