არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯოდმარე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაპირისპირება კანდიდატებს შორის გრძელდება. ირმა ჭკადუა ადვოკატთა კორპუსს მოუწოდებს, რომ მიკერძოებული არჩევანი არ გააკეთონ. მისი თქმით, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ე.წ მემკვიდრედ ერთ-ერთ ადვოკატს, დავით ასათიანს ტოვებს და მას პრივილეგირებულ პირობებში აყენებს. მის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი კანდიდატი, გრიგოლ გაგნიძე. განცხადებას ეხმაურება დავით ასათიანიც. ხმის მიცემის უფლება აქვს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილსაც.

დატოვე კომენტარი