არჩევნები 2025 - შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი განაგრძობს სენაკის მოსახლეობასთან შეხვედრებს.

,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ახალსოფელსა და ნოქალაქევში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში ვახტანგ გადელიამ პროპორციული სიის წევრებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და შეხვედრაზე დასმული საკითხების გადაჭრის გეგმებზე ისაუბრა.