არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები პასუხობენ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, რომ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ლელოსა და გახარიას პარტიას წევრები, ასევე გირჩი, რომლებსაც გაცხადებული პოზიცია აქვთ, რომ მათი მიზანი „ქართული ოცნების“ დასუსტებაა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობით, მეხუთე პრეზიდენტის კრიტიკას უკომენტაროდ ტოვებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციად არ გადაიქცევიან.