არჩევნები 2019 - შეხვედრა სოლოლაკის მოსახლეობასთან

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილთან და სოლოლაკის მოსახლეობასთან ერთად, აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები იაშვილის 16 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებას ითხოვენ, რომლის საყრდენი კედელიც ორი კვირის წინ ჩამოიშალა. მათი განცხადებით, რეაბილიტაცია დროულად უნდა მოხდეს, 30-მდე ოჯახი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, შენობა იმდენად ავარიულია, რომ მათი ბიუჯეტით ხარჯებს ვერ დაფარავენ და თანხები მერიამ უნდა გამოყოს. თბილისის მერიაში კი, განმარტავენ, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს.