არჩევნები 2019 - ინციდენტები ზუგდიდში

მოვლენების ეპიცენტრში დღეს ზუგდიდი აღმოჩნდა, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთა დიდი ნაწილი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. იყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც. საერთო ჯამში, ზუგდიდში ხუთი პირი დააკავეს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.

ოპოზიციის მთავარი პრეტენზიები და პროტესტი უბნებთან მდგომ კოორდინატორებს და საარჩევნო სიებს უკავშირდება.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში, ამომრჩევლების მოსყიდვასა და მათ დაშინებაში სდებს ბრალს.

ოპონენტები რაიონში საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზაციაზეც მიუთითებენ.