არასრულწლოვნით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტი თბილისში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შვიდი პირი დააკავა, მათ შორის თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.
მომხდართან დაკავშირებით, რა ახალი დეტალების გარკვევა შეძლო „მოამბემ“, ამას ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის.