არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმე

პატიმრობა შეეფარდა 11-ვე პირს, რომელებიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმის ფიგურანტები არიან. სხდომა დახურულ რეჟიმში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს. მთავარი დაინტერესება კი ფულადი ანაზღაურება იყო. ადვოკატები დაკავებულების უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ. თუმცა, სასამართლომ ათ მშობელსა და პედაგოგს, აღკვეთ ღონისძიებად, პატიმრობა განუსაზღვრა.

18 არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიული მასალის დამზადებისა და გასაღების საქმეზე სულ 21 პირია დაკავებული. მათგან ათი რამდენიმე თვის წინ აიყვანეს, 11 კი ორი დღის წინ აიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან ავსტრალიისა და ამერიკის მოქალაქეები, რომელთა მიერ ნაქირავებ ბინაშიც, გადაღებები მიმდინარეობდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ.