არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ექვსთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლე ეკა არეშიძე ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ დილით გამოაცხადებს.

გახმაურებული მკვლელობების საქმეში დევს 100-ზე მეტი მოწმის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, მათ შორის სისხლიან გარჩევაში მონაწილე 25-მდე მოზარდის დაკითხვის ოქმები, მტკიცებულებები და ექსპერტიზის ორი სხვადასხვა დასკვნა. დაცვის და ბრალდების მხარეებს შორის ამ დრომდე სადავო რჩება დანაშაულში მონაწილეთა რაოდენობა. ერთ-ერთი მოკლულის მამა ორი ბრალდებულის გარდა სხვა პირების პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ რეზონანსული საქმის ხელახალი ძიება დაიწყოს.