არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში ცვლილებები იგეგმება

არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსში, ხარვეზების გამოსასწორებლად, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ, ოთხი სამინისტროს ხედვა მოისმინა.

აპრილიდან, თბილისში პოლიციის სპეციალიზებული სამმართველო ამოქმედდება.

ცვლილებებია მოსალოდნელი სკოლებშიც. მოსწავლეების უსაფრთხოების დასაცავად, ფსიქოლოგიური და მანდატურების სამსახურის გაძლიერება იგეგმება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დისკუსია თემაზე 10 იანვარს გაგრძელდება.