არასამთავრობოების ნაწილის გადაწყვეტილება - მმართველი გუნდის პასუხი

ურთიერთბრალდებები არ წყდება ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფების შემადგენლობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, გაემიჯნოს მოთხოვნას მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ეს მოთხოვნა გაუგებარია „ისფედისათვის“, სადაც მიაჩნიათ, რომ მმართველმა გუნდმა მათი ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო. მესამე სექტორში უმრავლესობას დროის ფუჭად კარგვასა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიზანმიმართულად გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი, სამუშაო პროცესს ინკლუზიურობის პრობლემას ვერ შეუქმნის და რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფები როტაციის წესით ჩანაცვლდებიან.