არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ ათი პირის საქმეს ეხმაურება.
ეკა გიგაურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის მიხედვით, არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას. ასევე მათი განცხადებით, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა საპროცესო კანონმდებლობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის წარდგენილი. არასამთავრობოები აღნიშნულ საქმეებზე ფიგურანტი მოსამართლეების, პროკურორებისა და შსს თანამშრომლების სიასაც აქვეყნებენ.