პირადობების ყალბი მოწმობების შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით, მესამე სექტორის წარმომადგენლები დღეს პროკურატურის შეკითხვებს უპასუხებენ. გამოკითხვები 12:00 საათზე იწყება. არასამთავრობოები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებასაც ეხმაურებან, რომლის მიხედვითაც, წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ არსებობს.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რა სახის დოკუმენტების გაყალბება იგეგმება, ეს არის აიდი ბარათი თუ ლამინირებული მოწმობა. როგორც ცნობილია, ძველი, პირადობის მოწმობების დასამზადებელი აპარატები სხვადასხვა ლოკაციებზეა განთავსებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას მიესალმებიან და პროკურატურასთან თანამშრომლობას გეგმავენ.