თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი გიორგი ჩხეიძე იკითხება.
გამოძიების თქმით ეს ორგანიზაცია იყო ერთგვარი შუამავალი ქართულ არასამთავრობოებსა და „იუსეიდს“ შორის. პროკურატურის ინფორმაციით მხოლოდ, 2023-2024 წლებში ორგანიზაციამ, ქართულ „ენჯეოებს“ მილიონობით ლარი გადაურიცხა. გამოძიებას აინტერესებს იცოდა თუ არა ამ ორგანიზაციამ მიზნობრიობა, თუ რაში იხარჯებოდა თანხები. საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.