არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, პრეზიდენტს მიმართონ, რომ ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. მათი განმარტებით, დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივა, თავისუფალი აზრის შეზღუდვაა და საბჭოს მოსამართლე წევრების კლანური მმართველობის მანიშნებელია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძის იმპიჩმენტის თხოვნით, გუშინ, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს მიმართა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვრიტიშვილის მოთხოვნას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც.