არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2 თებერვალს თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გადაკეტვის ფაქტზე დაკავებული 8 პირის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმები, დიდი ალბათობით, გაყალბებულია. ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა, ლონდა თოლორაიამ და ეკა გიგაურმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, დარღვეულია დაკავების ვადები, პროცედურები და უკანონოა ბრალდებულებისთვის ჩატარებული პირადი ჩხრეკები.