„ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი“ – აცხადებენ უფლებადამცველები. მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა აქტივობები ფინანსდება ევროპის ფონდის მიერ და რაში იხარჯება ეს თანხები. ალექსანდრე კობაიძე მოუწოდებს ბრიუსელს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ის პროცესები, რაც ხორციელდებოდა.